12 ნოემბერი, 2021

იცოდით გალაკტიონ ტაბიძის პატიმრობის შესახებ?

ქართული პოეზიაში ნამდვილ გენიოსად აღიარებული გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება აღსავსე იყო განსაცდელებითა და პრობლემებით.

მწერალი თამაზ ჭეიშვილი მისი ცხოვრებიდან უმძიმეს ეპიზოდს იხსენებს:

“1924 წელს გალაკტიონ ტაბიძე დააპატიმრეს.

ციხის შემდეგ პოეტი საკუთარი აზრების და შეხედულების აფიშირებას ერიდებოდა. ამ პერიოდში გალაკტიონი უკიდურეს გაჭირვებას განიცდიდა. ხშირად შიმშილობდა კიდეც. ლომბარდში ჩააბარა რელიქვია – ოქროს ბეჭედი და მერე ვეღარ გამოიხსნა. ასე ჩააბარა ბევრი პირადი ნივთი. ჰონორარის იმედად მყოფი პოეტი რედაქციებში და გამომცემლობებში აგროვებდა დავალიანებას, შემდეგ ლექსებით ფარავდა.სახლიდან იყიდებოდა ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა. მეძველმანე ტაბიძის ოჯახის ხშირი სტუმარი იყო:

ოლღა (მეუღლე) ოკუჯავას წერილიდან:
ქუჩიდან მეძველმანე მოვიყვანე. მივყიდე ბოთლები 14 მანეთად და 28 კაპიკად. 2 მანეთად კარტოფილი ვიყიდე, დანარჩენს როდესაც დავბრუნდები მაშინ მოგცემ.

ოლღა:
მშიერი და უსახსრო პოეტი დახმარებისთვის ხშირად მწერალთა კავშირს მიმართავდა. გალაკტიონს იმ დონეზე უჭირდა, რომ მას ტანსაცმელიც კი არ გააჩნდა და ამის გამო სახლიდან ვერ გადიოდა.

გალაკტიონის წერილი მწერალთა კავშირისადმი:
,,პალტო არა მაქვს და სახლიდან ვერ გამოვდივარ. გამომიწერეთ რამე,პალტო რომ ვიყიდო….”

ასეა ჩემო კაერგებო! მარტო უბრალო ხალხს კი არ გვიჭირს! ნახეთ რა დღეში იყო პოეზიიას მეფე! არ უნდა ხდებოდეს ასე, არა!

მთაწმინდის მთვარე
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს…
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე,
ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლო მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული…
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული…
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები –
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა,
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე,
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები –
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები –
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი…
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!”

აი, ამ ლექსის ავტორი ბოთლებს აბარებბდა,რომ შიმშილით არ მომკვდარიყო!!!😡
…არ გამოგრჩეთ, გალაკტიონის სადღეგრძელოს ,,ლამფის შუშით”, დალევა!!!”