13 ნოემბერი, 2021

“ღამის სერენადების” ფარგლებში გიორგი შავერზაშვილმა მასტერკლასი გამართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ ფარგლებში, 10 ნოემბერს, გაიმართა ჩასაბერ საკრავთა ორკესტრის მასტერკლასი, რომელიც ჩაატარა კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ, კონსერვატორიის პროფესორმა გიორგი შავერზაშვილმა.

მასტერკლასს ესწრებოდნენ: ხელოვნების მე-19 სკოლის დირექტორი თამაზ მოლაშვილი; ხელოვნების სკოლა ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის ჩასაბერ  საკრავთა ორკესტრი“ ბიგ ბენდი 19“-ის დირიჟორი სერგო ტყაბლაძე; ფესტივალ „ღამის სერენადების“ დირექტორი ნინა ცაგარელი.

ნინა ცაგარელი:

„იმედი გვაქვს, რომ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის, გიორგი შავერზაშვილის მასტერკლასი მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი შემოქმედებითი განვითარების გზაზე. აქვე აღვნიშნავ, რომ ფესტივალის ფარგლებში, მთელი თვის განმავლობაში, სხვადასხვა თემაზე კიდევ ბევრი საინტერესო მასტერკლასია დაგეგმილი“.

გიორგი შავერზაშვილი:

„ბავშვები, რომლებიც ჩასაბერ საკრავებზე უკრავენ, განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან. მასტერკლასი ჯაზური მუსიკის ხასიათის სტილის შესახებ და ამ მხრივ შენიშვნები და საუბრები ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ამ არაჩვეულებრივი ბავშვების შეკრება თამაზ მოლაშვილის დიდი მონდომებით მოხდა. საორკესტრო  მასტერკლასები იშვიათია და ფუფუნებაა, მითუმეტეს, ჯაზური მიმართულებით.

მსგავსი ხასიათის შეხვედრები ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია მათი სამომავლო პროფესიული განვითარებისათვის და დიდ მადლობას ვუხდით ფესტივალ „ღამის სერენადებს“, კერძოდ, გიორგი ისაკაძესა და ნინა ცაგარელს, ასევე ჩვენს უნიკალურ ლიანა ისაკაძეს“.

თამაზ მოლაშვილი:

„ჩვენ პირველი ადგილი გვიკავია ქალაქში 32 ხელოვნების სკოლას შორის იმით, რომ განსაკუთრებული რანგის სასულე ორკესტრი გვყავს.სხვათა შორის, 40 წლის იუბილე უკვე გადავიხადეთ. საერთოდ, ჩასაბერი ანსამბლების მოსწავლეების, ასევე პედაგობების ნაკლებობაა. ჯერ კიდევ 1987 წელს ჯანსუღ კახიძემ უკრაინიდან 4 კაცი ჩამოიყვანა, სიმფონიურ ორკესტრში აკლდა კარგი შემსრულებლები. ისინი ჩემთანაც მოვიყვანე მოსწავლეების სამეცადინოდ,სანამ დრო აირია, 2-3 წელი დარჩნენ. სხვათაშორის, ახლაც კი მე-19 ხელოვნების სკოლა აწვდის კადრებს სიმფონიურ ორკესტრს, ბიგ ბენდს, ოპერის ორკესტრს, ამჟამად სამხედრო ორკესტრში 11 ორხეველი ბავშვი უკრავს. აი, ამ საქმიანობას ვეწევით ჩვენ. აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენმა ორკესტრმა, რაც ონლაინ რეჟიმზე გადაგვიყვანს, ევროპაში გრან პრი დაიმსახურა.

მასტერკლასი ბიგ ბენდთანაც გაგვიკეთებია, გივი გაჩეჩილაძის სიტყვებია – ორკესტრი უკვე სოლიდურად უკრავს. როგორ უკრავენ ჩვენი ბავშვები, ამაში ყველას შეუძლია დარწმუნდეს“.

სერგო ტყაბლაძე:

„მასტერკლასი კარგი და საჭირო საქმეა ორკესტრის თითოეული წევრისათვის. მადლობა კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას იმისათვის, რომ ფესტივალის ფარგლებში შესაძლებელი გახდა ამ ბავშვებისთვის ცოდნის გაღრმავება, ასეთი მნიშვნელოვანი მასტერკლასის ჩატარება. რაც მეტი მასტერკლასი დაიგეგმება, დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით და გავიღრმავებთ ცოდნას“.

ფესტივალის ფარგლებში, მთელი თვის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი მასტერკლასის ჩატარება სხვადასხვა მიმართულებით.

საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალების ჩატარების ტრადიციას XX საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩაეყარა საფუძველი. მის სათავეებთან გამოჩენილი ქართველი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე იდგა. მან პირველმა 1982 წელს საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში დააარსა საერთაშორისო ფესტივალი „ღამის  სერენადები“, რომელიც ზაფხულობით  ბიჭვინთაში იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.

ყოველწლიურად ფესტივალის ფარგლებში საქართველოს უამრავი სახელგანთქმული მუსიკოსი სტუმრობს. სხვადასხვა დროს ფესტივალში ლიანა ისაკაძესთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოში აღიარებული ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი, აიმან მუსახაჯაევა, ვიქტორ ტრეტიაკოვი, მუჰაი ტანგი, ლავარდ სკოუ ლარსენი, ჟან პასკალ ტორტელიე, გეზა ჰოსუ ლეგოცკი, დენის შაპოვალოვი, კატია სკანავი, ლისა ბეზროდნი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი და მრავალი სხვა.

2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები“. ამ ორკესტრმა დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ორკესტრი დაკომპლექტდა უცხოეთში და საქართველოში მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებით და ეწოდა „საქართველოს ვირტუოზები“.

 

ფესტივალის დამაარსებელი: ლიანა ისაკაძე

სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი ისაკაძე

ფესტივალის დირექტორი: ნინა ცაგარელი

ფესტივალის მთავარი დირიჟორი: მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი

ორგანიზატორი კომპანია: “არტ ალიანსი”

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველი: კომპანია „არდი“

 

ფესტივალის  მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იტალიის საელჩო, გერმანიის საელჩო.

 

პარტნიორები: ნიშ პარფიუმერიის ბუტიკი “არომატეკა”,პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი “ლუტეცია”,ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი “ნიტა”, კომპანია “სარაჯიშვილი”, პირველი ქართული ვისკი “ჯიმშერი”, “ჯორჯან უნიქ ვაინი” – ისტორიული ტრადიციული უნიკალური,

 

პროექტის მედიამხარდამჭერები არიან: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი; საქართველოს პირველი არხი; “რუსთავი 2”; საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, ”TV25”; „არტარეა“; მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტი“; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, “ჯორჯიანპრესი”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი “The Messenger”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; ჟურნალი „ბათუმელები“; რადიო „ფორტუნა“ და პორტალი fortuna.ge.