11 ნოემბერი, 2021

გელა მეგრელიძის პერსონალური გამოფენა ხელოვნების სასახლეში

ხელოვნების სასახლე 14 ნოემბრიდან უმასპინძლებს ფოტოგრაფ გელა მეგრელიძის პერსონალურ გამოფენას!

“ფოტოსერია თუშ მეცხვარეებთან გატარებულ დღეებზე, შირაქის ველის იდუმალებაზე, აბანოს უღელტეხილზე და ცხვრის ფარებზე, რომლებიც, აი, უკვე მერამდენე ასწლეულია მოძრაობენ თუშეთსა და ქიზიყს შორის. ადამიანებზე, რომელთა მთელ ცხოვრებას ცხვარი, ველი და მთები განსაზღვრავს.”

გამოფენის ხილვა ვიზიტორებს შეეძლებათ 21 ნოემბრის ჩათვლით!

გამოფენა გაიხსნება 14 ნოემბერს 15:00- საათზე.

მუზეუმში სტუმრობა შესაძლებელია 10:30 – 17:30