11 ნოემბერი, 2021

გელა ჩარკვიანის საოცარი წინათგრძნობა

მწერალსა და მუსიკოსს გელა ჩარკვიანს საოცარი წინათგრძნობა ჰქონდა:

“კორონა არ მაქვს. ექვსი თვეა ცუდად ვარ. ფიზიკურად ვარ ცუდად. 82 წლის ვარ, კაცო. არაფრის თავი არ მაქვს, არც ინტერვიუ მიმიცია, არც არსად გამოვჩენილვარ.

პანდემიით გამოწვეული დეპრესია მაქვს. ჩემს დღიურებს გადავხედე და 2019 წელი ისეთი აქტიური მქონდა…

2020 წლის პირველი თვის შემდეგ ნელ-ნელა წყდება ყველაფერი.

მოკლედ, მძიმედ ვარ… ვერც ვწერ, ვერც ვუკრავ. სურვილი არ მაქვს.

მთელი ცხოვრება, ყოველდღე ერთ საათს მაინც ვუკრავდი ფორტეპიანოზე. აღარ ვუკრავ, არ მახსოვს ოდესმე თუ ვუკრავდი.

დეპრესიაც ხომ სურვილების დეფიციტია, არაფერი არ გინდა.

პირველად ვარ ასეთ დეპრესიულ მდგომარეობაში.

82 წლის რომ ხარ, წინ რა გაქვს?

არაფერი… გარდა ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტისა. თუმცა ამ მომენტის დადგომა შენზე არ არის დამოკიდებული…

რა არ დააბრალეს ადამიანებმა სიკვდილს, ჯოჯოხეთად მონათლეს, სინამდვილეში კი სიკვდილი უდიდესი ბედნიერებაა, სულის საბოლოო გამარჯვება ხორცზე, განვითარების ის საფეხური, რომელიც აღარ საჭიროებს სიმძიმეს, სხეულის წონას, შენ თავისუფლდები…”