18 ნოემბერი, 2021

გაიზიარეთ გიორგი ლობჟანიძის სიხარული

პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოთი – შაჰრიარის სამეცნიერო და კულტურული მედლით დაჯილდოვდა.

გიორგი ლობჟანიძეს ეს ჯილდო ჯალალ ედ-დინ რუმის ქართული თარგმანისა და კომენტარებისათვის გადაეცა.

შაჰრიარის მედალს გასცემს თავრიზის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო რეგიონისა და მსოფლიოს იმ მკვლევართათვის, ვისაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ირანისტიკის განვითარებაში.

დაჯილდოება წელს მეექვსედ გაიმართა. გიორგი ლობჟანიძემდე კი, სხვადასხვა წელს, ეს მედალი მიღებული აქვთ ქართველ ირანისტებს: თსუ ირანისტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, თეა შურღაიას, პროფესორ ნომადი ბართაიასა და დოქტორ მაია სახოკიას.