14 ნოემბერი, 2021

ძალიან კარგი ამბავი მერაბ კოსტავაზე

ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას შესახებ ძალიან კარგი ამბავი უნდა გაგიზიაროთ – საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის 30 წლისთავზე ლიეტუვის სახელმწიფო ზარაფხანამ გამოუშვა საქართველოს ეროვნული გმირის ბატონი მერაბ კოსტავას საკოლექციო მონეტა ნიუეს სახელმწიფოს $2 ნომინალით.

დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის 30 წლის აღსაღნიშნავად, პრუფ მონეტა სიმბოლურად არის 30.30 გრამი უმაღლესი სინჯის ვერცხლი. ტირაჟი ლიმიტირებულია. სულ გამოშვებულია 500 ცალი.

მონეტაზე განთავსებულია 12 ბოლნური ჯვარი, რომელიც განასახიერებს საქართველოს 12 რეგიონს.

მონეტაზე განთავსებული ბატონი მერაბ კოსტავას პორტრეტი შესრულებული დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერის, ბატონი ნუგზარ მგალობლიშვილის მიერ.

მონეტები საქართველოში 2021 წლის დეკემბერში ჩამოვა.