11 ოქტომბერი, 2021

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი გოგა ჩანადირისგან

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე წერს:

“ტრაგედიები აჩვენებს, რომ ერთ დღესაც, შეიძლება, გაიღვიძო და ნახო, რომ შენი საყვარელი ადამიანი რაღაც უაზრო შემთხვევას შეეწირა.

მერე ხვდები, რომ მას სათანადოდ არ მოეფერე, არ აავსე თბილი სიტყვებითა და კეთილი სურვილებით. ისე ხშირად არ უღიმოდი, არ იხუტებდი, ან თავად შენ არ ეხუტებოდი.

და ყოველ ჯერზე იმასაც ხვდები, მართლა რა უაზრობაა ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება, ლანძღვა, შეურაცხყოფა, ტყუილი.

უეცრად მოდის ხოლმე სიკვდილი და თან, დიდი ტკივილით, მაგრამ მის მოსვლამდე გაქვს დრო, რომ სხვა ადამიანები გააბედნიერო, გაახარო, გაათბო.”