21 ოქტომბერი, 2021

ნათია ფანჯიკიძის ძალიან კარგი ჩანაწერი

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ძალიან მნიშვნელოვან ჩანაწერს გვთავაზობთ:

“თუ შენი ნაკლი სიტყვაძუნწობაა, ღირსებაა, ყბედი რომ არ ხარ.
თუ შენი ნაკლი მიმტევებელი და რბილი ხასიათია, ღირსებაა, გამმეტებელი და სასტიკი რომ არ ხარ.
თუ შენი ნაკლი სიმორცხვეა, ღირსებაა, რომ თავხედი არ ხარ.

თუ შენი ღირსება პრინციპულობაა, ნაკლია, რომ ხანდახან შეუვალი ხარ.
თუ შენი ღირსება გამბედაობაა, ნაკლია, რომ სიფრთხილე გაკლია.
თუ შენი ღირსება ხათრიანობაა, ნაკლია, რომ უარის თქმა გიჭირს.

ნებისმიერ შემთხვევაში, შენ საკმარისი ხარ, რომ უყვარდე.”