24 ოქტომბერი, 2021

ჯემალ ქარჩხაძის ძალიან კარგი წერილი

მწერალ ჯემალ ქარჩხაძის პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი წერილი დაკვირვებულ ადამიანს ცხოვრების გაკვეთილად გამოადგება:

“ერთმა სახელგანთქმულმა მწერალმა, რომელსაც პირადი ცხოვრება მოწყობილი ჰქონდა, ახალგაზრდა მწერლები ძლიერ დატუქსა: რას წუწუნებთ, ვაჟა-ფშაველა სიღატაკეში ცხოვრობდა, მაგრამ ხომ ხედავთ, რა მარგალიტები დაგვიტოვაო!

ლოგიკა აშკარად დემაგოგიურად ჟღერდა და, ალბათ, ამიტომ იყო, რომ პასუხიც დემაგოგიური გაისმა: ჩვენ ვაჟა-ფშაველას არ ვედრებით, ჩვენ მხოლოდ თქვენ გედრებითო.

მწერალს ისევე სჭირდება პური და წყალი, როგორც არამწერალს და მწერლის შვილიც ისეთივე ხმაზე ტირის, როცა შია, როგორც არამწერლის შვილი. მაგრამ მწერალმა თავს იმის უფლება არ უნდა მისცეს, რომ კეთილდღეობა სინდისით, კომპრომისით, ათი მცნების ღალატით იყიდოს და თუ კომპრომისსა და გაჭირვებას შორის ექნა არჩევანი, უნდა ეყოს ძალა, გაჭირვება აირჩიოს და ქურდის სუფრაზე არ დაჯდეს.”