23 ოქტომბერი, 2021

გურამ შარაძის წინასწარმეტყველება

ალბათ ბევრს გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ ფილოლოგმა გურამ შარაძემ თავისი მკვლელობა წლების წინ იწინასწარმეტყველა:

“შვილი ვინ მომიკლა, ვერ გამოიძიეს, ჩემს მეუღლეს მანქანა ვინ დააჯახა, ისიც ვერ გამირკვევია.

სანამ მესვრიან, მანამდე მოვასწრებ და ვიტყვი სიმართლეს, რომ ესენი ქვეყანას ღუპავენ!

ჩემს ცოლს ანდერძი დავუტოვე, მე თუ მომკლავენ, მკვლელს მადლობა უთხარით, რადგან… ჩემს შვილთან მისასვლელ გზას შემიმოკლებს. პასუხი იმას მოსთხოვეთ, ვინც ჩემი და ჩემი შვილის მოკვლა დაავალა. ოღონდ… სიკვდილით არც ის დასაჯოთ. მკვლელებისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ის იქნება, ლაშა და გურამ შარაძეების სისხლით რომ ექნებათ ხელები შეღებილი!“