8 სექტემბერი, 2021

ზურაბ კიკნაძის არაჩვეულებრივი მოსაზრება

ლიტერატორი და ფოლკლორისტი ზურაბ კიკნაძე ადამიანის მთავარი მამხილებელი ძალის – სირცხვილის შესახებ არაჩვეულებრივად წერს:

“გკლავს სირცხვილი ჩადენილი საქციელის გამო. თუკი დარჩი ამ სირცხვილში, ეს გარდაუვალი დაღუპვაა.

მაგრამ სირცხვილი მონანიებას ბადებს. სინანული, რომელსაც სირცხვილი იწვევს, გადაგარჩენს, ის გაცოცხლებს.
არსებობს სასჯელი და არსებობს განკურნება. თუ რჩები სირცხვილში, მკვდარი ხარ. მხოლოდ სინანული გადააფასებს შენს საქციელს და გაგაცოცხლებს.

სირცხვილის გრძნობა ადამიანური გრძნობაა, მეტიც, ადამიანობის მხსნელი გრძნობაა ადამიანში. არც ცხოველს, არც ანგელოზს არ გააჩნია სირცხვილის გრძნობა, არ ესაჭიროება. ეს სჭირდება მხოლოდ ადამიანს.”