20 სექტემბერი, 2021

ვახუშტი კოტეტიშვილის შესანიშნავად ნათქვამი

პოეტ ვახუშტი კოტეტიშვილის შესანიშნავ ლექსს გთავაზობთ “არტ ინფო”:

“მთაწმინდიდან დევნილი
მეიდანში ვსახლობ,
საიათნოვას მეზობლად,
იეთიმ გურჯთან ახლო.
ერთი ჭიქა მაღირსე
სირაჯხანის დახლო,
ხმა ყელში გაჩხერილი
ლექსად ავიმაღლო,
ჩემს თავს ვუთხრა: გამაგრდი,
ნურაფერზე ნაღვლობ,
კოჭლობით არ მოკვდები,
ქალაქელო ძაღლო!”