2 სექტემბერი, 2021

უმარტივესი ჭეშმარიტება გია ჯაჯანიძისგან

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ათასობით გულშემატკივარს უმარტივეს ჭეშმარიტებას უზიარებს:

“სიცოცხლე შევიყვარე მძაფრი სიყვარულით.
არ დადის დედამიწაზე ადამიანი, რომელიც მძულს.
აღარ მაინტერესებს სხვისი ცხოვრება.
არავის აღარ ვაკრიტიკებ.
ჩემი საქმე არ არის, ვინ როგორ ცხოვრობს ან რა შეცდომა დაუშვა.
აღარ და ვეღარ ვნერვიულობ.
ყველა ადამიანს გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავის.
ერთ დღესაც გამიქრა პროტესტის გრძნობა.
ყველაფერი განგების ძალას მივანდე.
თუ მერჩიან, ვუსმენ, მე არ ვპასუხობ.
ვარ მარტო და ყველასთან.
რასაც ვფიქრობ, ყველაფერს ვამბობ, რა თქმა უნდა, კორექტულად, გული რომ არ ვატკინო ვინმეს.
მე ჩემს ცოდვებზე ვფიქრობ.
სხვამ თავის ცოდვებზე იფიქროს.
ხალხზე არ ვდარდობ, რაც შემიძლია ვზრუნავ.
ადამიანები არ მეცოდებიან.
მე მათ ვუთანაგრძნობ.
შეძლებისდაგვარად ყველას ვეხმარები.
ყველა კმაყოფილი არ და ვერ იქნება.
არ მადარდებს უმადური ადამიანები.
მთავარია მე ვარ მადლიერი.
არასოდეს არ ვსაუბრობ ჩემს პრობლემებზე.
ყველა ჩემს პრობლემას მე თავად ვაგვარებ.
თუ პრობლემას ვერ მოვაგვარებ არ ვდარდობ, ცოცხალი ვარ.
მზად ვარ დამარცხებისთვის.
მზად ვარ გამარჯვებისთვის.
ვარ სულ კარგ ხასიათზე. მიხარია ცოცხალი რომ ვარ.
ცუდ ხასიათზე რომ ვიყო, მაინც ვერაფერს შევცვლი.
მაბედნიერებს ჩემი საქმე.
ბედნიერებისთვის არ ვიბრძვი, მხოლოდ ვშრომობ, ის თავისით მოდის.
მაბედნიერებს სხვისი სიხარული.
ვცხოვრობ ისე როგორც მე მინდა.
მძაფრად ვიზიარებ ,,შიში ვერ იხსნის სიკვდილსა…”
გეგმები არ მაქვს, წინდახედული ვარ.
გიჟი ვარ? – არა.”