4 სექტემბერი, 2021

რა ხდება ეროვნულ გალერეაში?

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციას დავით ცხადაძე ავრცელებს:

“მორიგი გაუგებრობა – რა ხდება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ (და არა ცისფერ!) გალერეაში?

რა იყო და რა დავტოვეთ: იყო სარემონტო, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ე.წ. “ციფერი გალერეა” – 489 მ² და 2011 წლის ივნისში, ძველი იერსახის შენარჩუნებით, გავხსენით განახლებული გალერეა 8 დარბაზით, სარესტავრაციო ლაბორატორიით, დროებითი გამოფენების ორგანიზებისათვის საჭირო ექსპონატთა საცავით, სასწავლო სივრცით და ასევე სამუზუმო მაღაზიით და კეფე. ერვნული გალერეა აღჭურვილია თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით (კლიმატ-კონტროლი, განათება და სხვ.)

სულ 3 დარბაზის – 489 მ² ნაცვლად 8 დარბაზი და 1,189 მ² საგამოფენო სივრცე!

როგორც გავიგეთ “მხატვრებს ვუბრუნებთო სივრცესო”… ოღონდ ფიროსმანი დარჩებაო და კაკაბაძე, გუდიაშვილი, ახვლედიანი, მაღალაშვილი და ყველა ის, ვინც XX საუკუნის საქართველოს სახეს წარმოადგენდა, ჩამოიხსნებაო. ეს, რაც ჩამოვთვალე, განთავსებული იყო მეორე სართულის მარჯვენა დარბაზში – 190 მ².

ბუნებრივად ჩნდება კითხვა – დანარჩენი საგამოფენო სივრცე, 4 დარბაზი ქვევით და ერთიც ზევით, სულ 700 მ² რატომ არაა საკმარისი თანამედროვე ქართველ მხატვართა შემოქმედების გამოსაფენად?

ნუთუ, XX საუკუნის შედევრები “არარენტაბელური მუზეუმის” შენობაში უნდა დაბრუნდეს?!

თუ სადმე სხვაგან მიდის?”