1 სექტემბერი, 2021

ოთარ ჭილაძე შემოდგომის პირველ დღეზე

პოეტი და მწერალი ოთარ ჭილაძე შემოდგომის პირველ დღეს არაჩვეულებრივ ლექსს უძღვნის:

“შემოდგომის პირველი დღე

დიდი ხნის მერე: დღისით ან ღამით,
სულ ერთი წუთით ან ერთი წამით,
გაგვახსენდება მთელი სიცხადით,
რასაც ვაქებდით ანდა ვკიცხავდით.
წამოგვეწევა ჩამქრალ კოცონთან,
რაც არ მოგვწონდა, ანდა მოგვწონდა,
რასაც ვეძებდით, ანდა ვკარგავდით.
მე მეშინია იმ ერთი წამის,
იმ ერთი წვეთი თაფლის თუ შხამის,
მაგრამ ცხოვრება, შლეგიც და მშვიდიც,
ჯერ ისევ მიდის, მიდის და მიდის…”