26 სექტემბერი, 2021

მიხეილ ზაქარიაშვილის ახდენილი ოცნება

ავტორ-შემსრულებელს მიხეილ ზაქარიაშვილს დიდი ხნის ოცნება აუხდა – მისი სიმღერა მერაბ სეფაშვილმა ჩაწერა, რომელსაც მალე მოვისმენთ:

“ხომ იცით, რომ ჩემი ოცნება იყო – მერაბს ემღერა ერთი ჩემი სიმღერა. ჰოდა, როგორც ყველა ოცნება, ესეც ავისრულე და თითქმის ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მაგარმა მომღერალმა იმღერა ჩემი სიმღერა…

მადლობა უფალს! მოგეწონებათ თუ არა, ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა! სიმღერა ჩაიწერა მარიამ ქაცარავას სტუდიაში.”