24 სექტემბერი, 2021

ლალი ხაბაზიშვილი – გოგონა ფილმიდან “სერენადა”

ვისაც რეჟისორ ქართლოს ხოტივარის ფილმი “სერენადა” უნახავს, შეუძლებელია დაავიწყდეს ულამაზესი გოგონა, რომელსაც ორი მამაკაცი ეტრფის.

ლალი ხაბაზიშვილის ამ ფილმში გამოჩენამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა – გოგონას ყველგან ცნობდნენ და მისთვის კეთილ სიტყვებს არ იშურებდნენ. ამბობენ, როგორი ლამაზიც ფიზიკურად იყო, ზუსტად ისეთი ლამაზი სულიერი სამყარო ჰქონდაო.

“სერენადას” გარდა, მან მონაწილეობა მიიღო ფილმებში “დიდედები და შვილიშვილები”, “აბესალომ და ეთერი”, “ალოობა”. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელმა მისი გაცნობა და შეყვარება მოასწრო, კინოკარიერა დასრულდა – უფრო მეტიც – საყვარელი ადამიანის გამო, საბალეტო კარიერაზეც კი უარი თქვა.

ლალი ხაბაზიშვილი 65 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.