15 სექტემბერი, 2021

გენიოსი ვაჟა ფშაველა კაცობაზე

ვაჟა ფშაველა კაცობის ფენომენს ყველაზე ზუსტად გადმოსცემს თავის ლექსში “ვინ არის კაცი?”

“ვინ არის კაცი?

კაცი ის არის, ცხოვრება
ვინც გაატარა ჭამაში
და კაცის დანიშნულება
მხოლოდა ჰპოვა ამაში.

კაცი ის არის, ვინაცა
ქუჩაში სალამს არ გაძლევს,
თუ დაჰპატიჟე სადილად,
დიდ ჯიუტობას არ გასწევს.

კაცი ის არის, ვინაცა
საქმით სხვის, სიტყვით ჩვენია,
და თავის ოინბაზობას
ჰმალავს, არ დაუჩენია.

კაცი ის არის, ვინაცა
შეჰსტრფის, შეჰხარის ღვინოსა
და ჰსახავს იდეალადა
სალხინო სამიკიტნოსა.

კაცი ის არის, ვინაცა
არა კითხულობს გაზეთსა,
წიგნისთვის შაურსა ჰზოგავს,
მეარღნეს აძლევს მანეთსა.

გადაამტერებს ერთმანეთს
ქართლსა, იმერეთს, კახეთსა,
საკუთარს ანბანს შეუდგენს
სამეგრელოს და სვანეთსა.

კაცი ის არის, სიცოცხლე
ვინაც ატარა ტკბილადა, –
სიკვდილის შემდეგ იწოდა
დიდყურიანის შვილადა.”