6 სექტემბერი, 2021

ენამოსწრებული აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი თავისი ენამოსწრებულობით კოლეგების წრეში კარგად იყო ცნობილი.

“არტ ინფო” მგოსნის ერთ-ერთ ასეთ ამბავს გთავაზობთ:

“დიდი მოურავის” ავტორი სიმონ ქვარიანი უცხოეთში იმყოფებოდა. როცა სამშობლოში დაბრუნდა, მწერალთა წრეში თქვა:

– ჩვენი ენიდან უნდა ამოვიღოთ ისეთი ასო-ბგერები, რომლებიც უცხოურში არ იხმარება, მაგალითად, ძ, ჭ, ჯ და სხვები.

აკაკი წერეთელმა ყურადღებით მოუსმინა, შემდეგ წამოდგა და დაიწყო:

– ვირფასო სიმონ…