1 სექტემბერი, 2021

დიდებული წერილი ერეკლე მეორეზე

საქართველოს მეფის – ერეკლე მეორის შესახებ არაერთი საინტერესო და ძალიან კარგი წერილი დაწერილა, თუმცა მოგზაურის ჯოზეფ ემინის წერილი თავისი გულწრფელობით ნამდვილად გამორჩეულია:

“ოდნავ მწვანენარევი, მუქი იყო მისი სახის ჩვეულებრივი იერი. ტანად იგი დაბალი იყო. კარგად იყო დანაკვთული, ძვალმაგარი და ძარღვიანი. ერეკლე იქნებოდა ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანთაგანი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მისი გონების მიმართვა ჭეშმარიტების გზაზე.

… იგი ყოველმხრივ პირველი იყო ქართველთა შორის, რაც მას ყველაზე ბრძანებლობის საშუალებას აძლევდა. მასში არ იყო ნატამალი სიამაყისა., ქედმაღლობისა ან ზვავურ მოქცევისა, რაც ესოდენ სჩვევიათ აზიელ მეფეებს და ისე მკვირცხლი იყო იგი გონებით, რომ საუბრის დაწყებისთანავე იგი უმალ ყოველ საგანს ჩასწვდებოდა მთელი სიგრძნე-სიგანით. როდესაც იგი წარმოსთქვამდა ცალკეულ სიტყვებს, საუბრობდა ან მსჯელობდა რაიმე თემაზე, ხმა ესოდენ მელოდიური და კეთილხმოვანი იყო, რომ მსმენელი, თუ ვერ ხედავდა ამის წინად აღნიშნულ მისი სახის ოდნავ მწვანენარევ მუქ ფერს, იფიქრებდა, რომ ეს ჰღაღადებს ანგელოზი.

იოტის ოდენა სიამაყე არ იყო მასში და შესაძლოა, მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მას არ უტრაბახია არც ერთჯერ.”