7 სექტემბერი, 2021

ალენ დელონი ჟან პოლ ბელმონდოზე

განუყრელმა მეგობრებმა ალენ დელონმა და ჟან პოლ ბელმონდომ არც 80 წელს გადაცილებულებმა თქვეს უარი ფოტოსესიაში მიეღოთ მონაწილეობა. ეს მათი უკანასკნელი ერთობლივი გადაღებები აღმოჩნდა.

ჟან პოლ ბელმონდოს გარდაცვალებას მისი მეგობარი ალენ დელონი ასე გამოეხმაურა:

“განადგურებული ვარ. ძალიან ცუდად ვარ. მეგობარი დავკარგე. 60 წლის განმავლობაში ვიცნობდით ერთმანეთს, ერთად ვმუშაობდით, ვმეგობრობდით. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩვენ ერთად დავიწყეთ ეს გზა 60 წლის წინ.

ცუდი არ იქნებოდა, ორივე ერთად რომ წავსულიყავით…”