2 აგვისტო, 2021

უკარგესი ზურა ბუდაღაშვილი

პოეტი ზურა ბუდაღაშვილი ფართო საზოგადოებისთვის არც თუ ისე კარგად არის ცნობილი, მაგრამ ისტორია, რომელსაც “არტ ინფო” გაგაცნობთ, მის ადამიანობას ყველაზე კარგად დაგანახვებთ:

“ღმერთმა იცის, რამდენჯერ გავყოლილვარ უკან მეტროდან მარტო ამოსულ გოგოს და სახლამდე ისე გამიცილებია, ვერც კი შეუმჩნევია, იმის გამო, რომ 2-3 მთვრალს, თუ უბრალოდ გაუზრდელ ნაბიჭვარს აკიდება უცდიათ.

არც ახლა შეცვლილა რამე.

ამის გამო ზედმეტი კილომეტრის გავლა და სახლში ნახევარი საათით გვიან მისვლა ყოველთვის იყო და იქნება ჩემი პირადი ვალდებულება.

ჩვენ სხვანაირად გავიზარდეთ, ჩვენ ვფიქრობთ, კაცები იმისთვის დავიბადეთ, რომ ქალები დავიცვათ ყველა იმ საფრთხისგან, რაც ამ ბრჭყვიალა ჯუნგლებში ხდება.

და თქვენ, ვინც ქალებს ნადავლად აღიქვამთ და ერთი სული გაქვთ როდის გაძიძგნით, დაიმახსოვრეთ, რომ დედათქვენებიც და თქვენი დებიც ზუსტად ისეთივე ქალები არიან.”