16 აგვისტო, 2021

მიხეილ ჯავახიშვილის ყველაზე გაბედული სიტყვა

მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა ყველაზე გაბედული სიტყვა წარმოთქვა მაშინ, როცა ლავრენტი ბერიას ბრძანებით დააპატიმრეს და დაკითხვა მოუწყეს:

“მე უდანაშაულო ვარ!

ქართველი ხალხისა და სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის, მაგრამ თუ თქვენთვის ზვარაკია საჭირო, მე მზად ვარ საქართველოს თავი შევწირო…

თქვენ მე მომსპობთ… მაგრამ იმას ვერასდროს ვერ მოსპობთ, რაც მე დავტოვე.

საქართველოს მიწა-წყალზე მე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს თქვენ ვერასოდეს აღმოფხვრით. მე გამანადგურებთ, იმას კი ვერ მოსპობთ.“