5 აგვისტო, 2021

მერაბ ბერძენიშვილის ნამუშევარი მიჩიგანის შტატში

ბევრმა არ იცის, რომ ქართველი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის ნამუშევარი მიჩიგანის შტატის ქალაქ ტრავერს სიტიშია აღმართული.

მარინა რევია:

“მიჩიგანის შტატის ქალაქ ტრავერს სიტიში აღმართულია ეს ქანდაკება. ქანდაკების ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი.

ეს ქანდაკება საჩუქრად გადაეცა ტრავერს სიტის 1991 წელს ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობის ნიშნად.

ძეგლის გახსნას წინ უძღოდა ქალაქ მცხეთისა და ტრავერს სიტის დაძმობილება. პატივი მქონდა ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მიმეღო მონაწილეობა, რითაც ძალიან ვამაყობ.”