11 აგვისტო, 2021

მამუკა კიკალეიშვილის ამბავი

მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი ახალგაზრდა გარდაიცვალა და ძალიან ბევრ ადამიანს დასწყვიტა გული.

რეჟისორმა გია კაჭარავამ მსახიობთან შეხვედრა გაიხსენა:

“აი, ასე შევხვდით ერთმანეთს მე და მამუკა, ვერძი და ლომი, ორი ცეცხლოვანი ნიშანი, ჩემს სადებიუტო ფილმზე “ბლიუზი” და გადაღების მთელი პროცესიც სულ გიზგიზით ჩავატარეთ.

გადაღების ბოლო დღეს მითხრა: “შემდეგ ფილმზე თუ არ დამიძახებ, მოვალ და გადაღების მოედანზე კამერის წინ დაგიდგებიო”. ვუპასუხე: “არათუ დაგიძახებ, შეგეხვეწები-მეთქი და გადავეხვიეთ ერთმანეთს.”

სამწუხაროდ, ჩემი პირველი ფილმი ბოლო ქართული ფილმი აღმოჩნდა მამუკასთვის.”