26 აგვისტო, 2021

ხათუნა ჟორდანიას უდიდესი სიხარული

მომღერალ ხათუნა ჟორდანიას ცხოვრებაში უდიდესი სიხარულის დრო დაუდგა – ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, მან სიმსივნე დაამარცხა.

სასიხარულო ინფორმაცია ხათუნას მეუღლემ, მომღერალმა ზურა ხაჩიძემ გაავრცელა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი საყვარელი მეორე ნახევრისთვის ილოცა:

“მადლობა უფალს ყველაფრისთვის, ყველაფერი კარგად აქვს ხათუნას და უფლის წყალობით გამოვძვერით! მადლობა კიდევ ყველას, ვინც ხათუნაზე ლოცულობდით და გულშემატკივრობდით!”