19 აგვისტო, 2021

გურამ ქართველიშვილის გზავნილი

გურამ ქართველიშვილი საზოგადოებას საყურადღებო გზავნილს უგზავნის:

მესამე მსოფლიო…

“დედამიწაზე მრავლდება ზომბი,
ნემსით თუ ჩიპით, შრეტით გონების,
კაცობრიობის ახალი ჰობი,
გამოყვანაა ზომბი მონების,
მოსახლეობა შემცირდეს უნდა!
გახდეს ევნუხი, მრავალგენდერი,
განაგებს სივრცეს ტყუილების გუდა,
ბოროტის საქმის დგება ტენდერი,
ჩუმზე ჩუმია მსოფლიო ომი,
ბევრად იაფი წინა ომებზე,
ზომბდება ბევრი ერი თუ ტომი,
გენოციდი წევს მცირე ტომებზე,
გადარჩენაა ახლა მთავარი,
წყალი ჩაივლის, ქვიშა დარჩება,
თავგადადებაც გვმართებს სხვაგვარი,
ამ ომში როგორც ძველში არ ხდება,
ეს ომი სხვაა, წყნარი, ვერაგი,
უტყვიო, გრიპის ნიღბით მღიმარი,
ექიმის მოსავს ჯალათს პერანგი,
მთავარი ომი მოდის, წინ არი…”