18 აგვისტო, 2021

გურამ დოჩანაშვილის და მერაბ კოსტავას მთავარი მისია

მწერალი გურამ დოჩანაშვილი და პოეტი მერაბ კოსტავა კლასელები იყვნენ. მათ ბევრი მნიშვნელოვანი ისტორია აკავშირებდათ. ორივეს საფიქრალი და სატკივარი სამშობლო – საქართველო და მისი დამოუკიდებლობა იყო.

ალბათ საზოგადოებამ არ იცის, რომ მათ დამამთავრებელ კლასში ჩამოაყალიბეს არალეგალური ორგანიზაცია და სახელად უწოდეს ,,გორგასლიანი“. ამ ორგანიზაციაში 9 თანამოაზრე გაერთიანდა.

1956 წლის 14 დეკემბერს თბილისის ქუჩები პროკლამაციებით აჭრელდა. მათზე ერთადერთი წინადადება ეწერა – გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! პროკლამაციების ავტორები კი ,,გორგასლიანის” წევრები იყვნენ.