15 აგვისტო, 2021

გია მურღულია სიყვარულზე

გია მურღულია ადამიანებისთვის სხვადასხვა საინტერესო თემაზე გვიზიარებს მოსაზრებებს. ფილოლოგი ამჯერად სიყვარულზე საუბრობს:

“გამარჯვებული სიყვარული ყოველთვის მოთმინებასა და მიმტევებლობას ეფუძნება.

“და მოგვიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა” – მოვალეობა ან ორმხრივია, ან – არანაირი.

ჰარმონია წონასწორობაა – თუ დაარღვევ, აგრესიით გიპასუხებს.

მიეცი უფლება, იყოს თავისუფალი და ბედნიერი ადამიანი, თორემ ცხოვრების უფლებას არ მოგცემს.”