6 აგვისტო, 2021

გენიოსი ილია ჭავჭავაძე

მწერალი და პოეტი ილია ჭავჭავაძე თავის ჩანაწერებში ქართველების მხილებით იყო დაკავებული, რის გამოც, მისი სიმართლე ბევრს არ მოსწონდა.

“არტ ინფო” გთავაზობთ მცირე ამონარიდს შემოქმედის ჩანაწერიდან, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ:

“ჩვენ საწყალ ქართველებს ერთი სხვა საძაგელი სენიც გვჭირს – ყიზილბაშობა. გულის შემაზრზენი, კაცის ღირსების დამდაბლებელი პირფერობა, ურცხვი ტყუილი ქება, საძაგელი კლაკვნა და პირიდამ თაფლის დენა, რომელსაც ქართველი „ზრდილობას“ ეძახის, – ესენი ერთად შტოები არიან დამპალ ყიზილბაშობისა.

ისე უყვარს ქართველს ეს გამყვრნელი და წამახდენელი სენი, რომ არა თუ აქე, არ მიეფერე, პირიდან თაფლი თუ არ ადინე, სულ ყველაფერი უზრდელობა და ლანძღვა ჰგონია. მაგრამ ამისთანა ცდომილი აზრი არ დააყენებს ხოლმე პატიოსან კაცს, როცა ის შედის რისამე განხილვაში; იმისთვის სულ ერთია, რასაც იტყვის ეს და ეს ბრმა, ამა თუ იმ საგანზედ, ის მხოლოდ ეძებს სიმართლესა და ემსახურება ჭეშმარიტებას; ის ცდილობს გამოაჩინოს შეუბრალებლად რაც ცუდია – ცუდად, რაც კარგია – კარგად. პირფერობა და ურცხვი, უალაგო ქება გლახისა და მათხოვრის საქმეა და არა ჭეშმარიტების მსახურისა“.