5 აგვისტო, 2021

დემეტრე გამსახურდიას განსაკუთრებული მისია

ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი, კომპოზიტორი დემეტრე გამსახურდია შვეიცარიიდან საქართველოში განსაკუთრებული მისიით ჩამოვიდა.

ინფორმაცია ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა გაავრცელა:

“- ხელოვნება არის თავისუფლების სივრცე. სადაც წყდება ხელოვნება, იქ მთავრდება თავისუფლებაც – ამბობს და პანდემიის პირობებში, საკუთარი ხალხის თავისუფლების ხარისხის გაზრდაში საკუთარი წვლილის შესატანად შვეიცარიიდან ჩამოდის კონცერტის ჩასატარებლად.

კონცერტი ძალიან წარმატებულია – კიდევ ერთხელ ატყვევებს დარბაზს საკუთარი კომპოზიციების საოცარი შესრულებით.

თუმცა, ერთი მთავარი მიზეზი კიდევ აქვს მის საქართველოში დაბრუნებას, რომელსაც საჯაროდ არ ახმოვანებს, ასეა – იმის შესახებ მეტად გიჭირს ლაპარაკი, რაც ძალიან გტკივა – მონატრებულ ბიძასთან უნდა ყოფნა.

თბილი, ზრდილი, ღრმა სულიერებისა და შინაგანი კულტურის, უნიჭიერესი, მზრუნველი და ყურადღებიანი – ასეთია ჩვენი დემეტრე გამსახურდია, ევროპელი ქართველი, საუკეთესო გაგებით.

ბრავო, კონსტანტინე გამსახურდია ასეთი შვილების გაზრდისთვის. ძნელი სათქმელია, რომელი რომელს სჯობს.”