14 აგვისტო, 2021

ბესიკ ხარანაული ქართველობაზე

პოეტი და მწერალი ბესიკ ხარანაული აცხადებს, რომ ქართველი თუ არ იქნებოდა, თავს მოიკლავდა:

მე რომ ქართველი არ ვიყო, თავს მოვიკლავდი

“მე რომ ქართველი არ ვიყო,
თავს მოვიკლავდი,
მაგრამ რაკი ქართველი ვარ,
არას ვიდარდი.
მე რომ ქართველი არ ვიყო,
რჯულს შევიცვლიდი,
დავირქმევდი ქართულ სახელს,
ისე ვივლიდი,
რომ მკითხავდნენ,
– ქართველი ვარ!
ასე ვეტყოდი,
ავივლიდი, ჩავივლიდი,
ვეყვარებოდი.
მე რომ ქართველი არ ვიყო,
თავს მოვიკლავდი,
არც ქონება, არც ცხოვრება,
ციდან მიწამდი,
მე რომ ქართველი არ ვიყო,
თავს მოვიკლავდი.”