23 ივლისი, 2021

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა თბილისში

თბილისში, რომელიც სავსეა ძალიან ძვირფასი და ღირებული შენობებით, უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გაკეთდა.

ცირა ელისაშვილი, “ტფილისის ჰამქარის” წარმომადგენელი:

“აი, რა საოცრება გამოჩნდა ყოფილი სასტუმრო “ლონდონის” შესასვლელში, კომუნისტების მიერ გადალესილი და გადაღებილი ფენის ქვეშ!

ქართული თემატიკა თბილისური სადარბაზოების კედლის მხატვრობაზე ძალიან მცირეა. ეს არის ნამდვილი აღმოჩენა!

ლელა ნინოშვილის უმაგრესი ჯგუფი მუშაობს “ლონდონზე”. ლელას ჯგუფის რესტავრირებულია აღმაშენებლის 36, რომის 4, მაჩაბლის 17, გალაკტიონის 18… – ვინც თბილისს იცნობს, ამ მისამართების მნიშვნელობის ახსნა არ სჭირდება!

მოკლედ, მოსალოცი ამბავია და დიდი იმედი მაქვს, რომ კედლის მხატვრობის რესტავრაციაში მაინც, შემთხვევითი ადამიანები “ფასის დაგდებით” არ მოიგებენ ტენდერებს!
პელეები ხართ!

ამ ფოტოს ლელა და ერთი რესტავრატორი აკლია.”