6 ივლისი, 2021

“სუხიშვილების” კონცერტი საუკეთესო დასასრულით

“სუხიშვილები” მონატრებულ მაყურებელს დაუბრუნდა და ღია სცენაზე “თაკარა” კონცერტების სერია დაიწყო.

დღევანდელ კონცერტს ყველაზე საუკეთესო დასასრული ჰქონდა – კონცერტის ბოლოს თორნიკე რობაქიძემ თავის რჩეულს, ანა გზირიშვილს ხელი პირდაპირ სცენაზე სთხოვა და საყვარელი ადამიანისგან თანხმობაც მიიღო.

თორნიკესა და ანას ბედნიერება კონცერტზე მისულმა მაყურებლებმა და მოცეკვავეებმა ილიკო და ნინო სუხიშვილებთან ერთად გაიზიარეს.