18 ივლისი, 2021

ნუცა შანშიაშვილის საუკეთესო არჩევანი

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი არ მალავს, რომ ცხოვრებაში არჩევანი უკვე გააკეთა და ის მისთვის საუკეთესოა:

“ადამიანის ცხოვრება სიკვდილით არ მთავრდება…. გარდაცვალება, ულამაზესი ახსნა არის! მდგომარეობის შეცვლა, გადასვლა, ცვლილება…
სულს მარადიულ გზაზე უამრავი რამ ხვდება!

ერთადერთი და უმთავრესი მისიაა ადამიანის ამ დედამიწაზე მოსვლისთანავე, სანამ გარდაიცვლება, აგროვოს საკუთარი თავის და სულის განვითარებისათვის და მომავალი არსებობისათვის პოზიტიური ემოციები: სიკეთე, სიყვარული, თანაგრძნობა, ურთიერთპატივისცემა, სითბო, მხიარულება, ღიმილი, ხელოვნება და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემქმნელის ენერგიასთან დაკავშირება!

ცხოვრება მიდის, შენ კი იმ მარადიულ ძალასთან ხარ, რომელიც არის სინათლის და სიყვარულის საწყისი!
მთავარი “ვინჩესტერი”!
არ არსებობს ადამიანის გარეშე არაფერი, ადამიანი არის ცენტრალური ღერძი ყოველივე ქმნილების!
ადამიანის სული უკვდავია!
უბრალოდ უნდა მოძებნო და შექმნა შენი საკუთარი ხელით სიკეთის და სიყვარულის გზა!
უკვდავი გზა შემქმნელისაკენ!

სხვა არაფერი არ რჩება! გარდა სიკეთის და სიყვარულისა!
ხშირად მიკვირს, თუ რატომ მაყურებინებს შემქმნელი ადამიანების აურაცხელ განცდას და ტკივილს და უნებლიედ ვპასუხობ ჩემ თავს, იმიტომ რომ ისევ და ისევ დავრწმუნდე, საკუთარი თავიდან გამომდინარე, თუ რა არის სწორი და რა არის არასწორი ქმედება… ამ ცხოვრებაში ყველაფერი ბუმერანგივით გვიბრუნდება… თუ გგონია, რომ მთავარ უზენაეს თვალს დაემალები ან გაექცევი სადმე, ეგრე არ არის, ყველაფერი გენიალური მათემატიკური ალგორითმით არის აგებული და შენს ცხოვრებას განაგებს არა შენი ტრაფარეტული სიტყვები, არამედ შენი სწორი ქმედებები….
რა არის სწორი ქმედება?
მარტო სიყვარული და შენდობა…

შენს შინაგან შემეცნებაში, შენს გულსა და გონებაში, სხვა მეტი არაფერი….
მე ჩემს თავზე ვმუშაობ ყოველ წამს და ყოველთვის, რათა შიში დავძლიო ტკივილის, სიკვდილის და უმეცრების, შემქმნელის სინათლის მეშვეობით და როდესაც დრო მოვა, გაღიმებულმა, მსუბუქი და უცოდველი გულით მივატოვო აქაურობა, რათა ვიხალისო ახალ სამყაროში, იქ სადაც მარადიული სინათლეა!
ცხოვრება არის მზადება ახალი, უფრო მშვენიერი ცხოვრებისათვის!

იმუშავე საკუთარ თავზე!”