8 ივლისი, 2021

კოკა ნიკოლაძის უდიდესი წარმატება

ახალგაზრდა მუსიკოსი კოკა ნიკოლაძე მუსიკალურ სამყაროში კარგად არის ცნობილი. მის მიერ გამოგონებული მუსიკალური საკრავებით მსოფლიო აღფრთოვანებულია. კოკა წლებია ნორვეგიაში ცხოვრობს და საქართველოდან წასვლამდე “ნიკოლშოუს” ერთ-ერთი წევრი იყო – ის გია ნიკოლაძის უმცროსი ძმაა.

კოკა ნიკოლაძე ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ასოცირებული პროფესორი გახდა:

“კარგი ამბავი – გავხდი ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ასოცირებული პროფესორი მუსიკის ტექნოლოგიებსა და ლაივ ელექტრონიკაში. ასევე ვუხელმძღვანელებ ლაივ ელექტრონიკის მიმართულებას. სიგიჟეა!”