28 ივლისი, 2021

გია მურღულიას პასუხები ყველაზე მთავარ კითხვებზე

ფილოლოგი გია მურღულია ყველაზე მთავარ კითხვებს სვამს და პასუხებსაც თავად სცემს:

“მ თ ა ვ ა რ ი კ ი თ ხ ვ ე ბ ი დ ა
პ ა ს უ ხ ე ბ ი
1. ს ა დ ?
ა ქ – ყველა პრობლემა უნდა გადაწყდეს იქ, სადაც ხარ.
2. რ ო დ ი ს ?
ა ხ ლ ა – გადადებული საქმე ეშმაკისაა.
3. რ ა ტ ო მ ?
ს ხ ვ ა გ ვ ა რ ა დ შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ი ა – გადაწყვეტილებებს აქვთ ხარისხი და იერარქია, რომლებიც არჩევანს ზუსტად განსაზღვრავს.
4. რ ი ს თ ვ ი ს ?
ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ი ს თ ვ ი ს – ადამიანისთვის უფრო მაღალი პიროვნული, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი მიზანი არ არსებობს.
5. რ ა ?
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი – ეს ბედნიერებისა და წესრიგის გასაღებია.
6. ვ ი ნ ?
ა დ ა მ ი ა ნ ი – ქართულ ენაში ეს კითხვა მხოლოდ მას დაესმის.
7. რ ო მ ე ლ ი ?
უ კ ა ნ ა ს კ ნ ე ლ ი ც პ ი რ ვ ე ლ ი – არაფერი ასხვავებს სამართლებრივად დამაკნინებლად – არავინ არის სხვაზე ნაკლები უფლების მქონე.
8. რ ა ნ ა ი რ ი ?
მ ა რ თ ა ლ ი დ ა თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი – ეს ერთადერთი კითხვაა, რომელსაც ორი პასუხი აქვს – თავისუფლება სიმართლის გარეშე მიზანს აცდენილი ისარია.
9. ს ა დ ა უ რ ი ?
ს უ ლ ე რ თ ი ა – წარმოშობა პრივილეგია არ არის.
10. რ ო გ ო რ ი ?
ღ ი რ ს ე უ ლ ი – ეს ცნება სიკეთის ყველა არსებით გამოვლინებას მოიცავს.
“შეიცანი ჭეშმარიტება და ის გაგათავისუფლებს შენ.”