12 ივლისი, 2021

ალალი ნიკო გომელაური 

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა და პოეტმა ნიკო გომელაურმა მხოლოდ 39 წელი იცოცხლა, სიცოცხლეს გემოც გაუგო და ალალი რჩევაც მოგვცა:

“ღმერთმა რომ მოგცა სიცოცხლე, უნდა გაუფრთხილდე, მაგრამ, რადგან მოგცა, გგონია რომ დაიმსახურე იმიტომ, რომ კარგი ტიპი ხარ და გეკუთვნის…

ამპარტავნება! ამპარტავნება მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთობაში არ გამოიხატება. ღმერთთან და ცხოვრებასთან არ უნდა იყო ამპარტავანი. ბევრი ჩვენგანი ვართ ალბათ, ამიტომაც ხშირად გვიწევს პასუხის გაცემა და წარსულის გადახედვა. სწორედ ამითაა ცხოვრება საინტერესო…

ბევრჯერ მიტირია. სამშობლო მატირებს ყველაზე მეტად. ფიზიკურ ტკივილს ვუძლებ, ემოციას – არა. ვტირი, როცა ჩემი სამშობლოს ძალის მოკრება მახარებს და მაშინაც, როცა მის სისუსტეს ვხედავ…”