17 ივლისი, 2021

2-დოლარიანი კოლხი მედეას გამოსახულებით

ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ 2-დოლარიანზე კოლხი მედეაა გამოსახული. ნამუშევრის ავტორი ქართველი მხატვარი კახაბერ თოფჩიშვილია.

სასიხარულო ინფორმაცია ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ გაავრცელა:

“გამოვიდა ლიმიტირებული 2-დოლარიანი მონეტა, რომელზეც კოლხი მედეაა გამოსახული და რომლის ავტორი ქართველი მხატვარი კახაბერ თოფჩიშვილია (ფსევდონიმი: გორელი). კახაბერი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი მხატვარია, მისი ნამუშევრების საყურადღებო კოლექცია ინახება ხელოვნების სასახლეში, მათ შორისაა, კოლხი მედეას ერთ-ერთი ვარიაცია, რომელიც დღეს ჩვენი მუზეუმის ფერწერული ფონდის მშვენებაა.

ვამაყობ იმითაც, რომ კახაბერი ჩემი მრავალტომეულის “ქართველები მსოფლიო ისტორიაში” მხატვარიცაა…

მანამდე აქვე გიზიარებთ ლიმიტირებული მონეტის ოფიციალურ ვიდეოს.”