18 ივნისი, 2021

ნინო ბაშარული: “რა ჯანდაბა გჭირთ!”

მომღერალი ნინო ბაშარული თავისი სიმართლით არის ცნობილი. ამჯერად ხელოვანი ქართული ტელეარხების მესვეურებს მიმართავს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი თემებით დაინტერესებას ურჩევს:

“ქართულ ტელეარხებს დიდი ხანია არ ვუყურებ, რამდენიმე კარგი გადაცემის გარდა საზოგადოებრივზე. ფეისბუქი რასაც ამომიგდებს ხოლმე, ვხვდები, რომ ძირითადად ვიღაც “ნაშების” პირად ცხოვრებას და მათ მეტამორფოზებს აშუქებენ, ან კიდევ მართლა კარგი ტიპების, არასტერეოტიპების გაშავების პერფომანსებს დგამენ.

რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია – აპ, აპ, აპ, იმის გაგონებაც არ უნდა მედიას. პირზე აკერია, ხალხის მოთხოვნებს აღვასრულებთო, კაცოოო…

გადახედეთ მაინც “David Litterman show”, “Britain’s Psychic Challenge”, “მითების დამამსხვრეველნი”, “Top gear”, ”seven holidays”, “discover” – რამდენი სახის საოცარი ტელეგადაცემა არსებობს… რა ჯანდაბა გჭირთ საერთოდ, ხვდებით მაინც?!
სამჯერ ვიტყვი და იქნებ აღსდგეს ქართული მედია მკვდრეთით – აღსდექ, მედიავ! აღსდექ! აღსდექ რაღა!”