15 ივნისი, 2021

ნიკო ნიკოლაძის არაჩვეულებრივი წერილი

პუბლიცისტი ნიკო ნიკოლაძე თავისი შემოქმედებით საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ევროპაში წავიდა და იქ მიღებული ცოდნა სამშობლოს მოახმარა.

შვეიცარიაში მყოფი 22 წლის ნიკო ნიკოლაძე წერდა:

“შვეიცარიაც პატარა ქვეყანაა და საქართველოც. იქაც მრავალნაირი ხალხი ცხოვრობს და აქაც. ორივე მთაგორიანია. მაგრამ საქართველო ჩამორჩენილი, ღატაკი და უძლურია, შვეიცარია სამოთხეს ჰგავს, დიდი ქვეყნებიც მოწიწებით ეპყრობოდნენ. ქართველი გლეხი მიწას თავს აკლავს, მაგრამ მაინც ღარიბია.

რა არის ამ განსხვავების საფუძველი? ნუთუ მხოლოდ ის, რომ შვეიცარია თავისუფალია, საქართველო კი – დამონებული? არა, კიდევ ის, რომ ჩვენში არ იციან ნაშრომის გამოყენება, იმ სიმდიდრის მოხმარება, რაც ქვეყანას აქვს. თუ შრომა საერთო წესად გადაიქცევა, საქართველო სიდუხჭირეს თავს დააღწევს.”