9 ივნისი, 2021

ძალიან კარგი ამბავი მერაბ ბერძენიშვილზე

მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილზე ძალიან კარგ ამბავს ავრცელებს მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე:

“მერაბ ბერძენიშვილის “დიდების მემორიალის” ნაწილი – “მზეჭაბუკი” თორმეტი წლის შემდეგ ქუთაისს დაუბრუნდა.”

პ.ს. მერაბ ბერძენიშვილის “დიდების მემორიალი” ქუთაისში 1982 წელს დაიდგა. 2009 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ მემორიალის დანგრევის და მის ადგილზე ახალი პარლამენტის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მემორიალის აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მერაბ ბერძენიშვილი თავის დღიურში წერდა:

“ვგრძნობდი “დიდების მემორიალის” დროც დადგებოდა: მანამდე რა მოხდა, იცით? დაარბიეს, შუაგული ამოჭრეს და თითქმის ორი წელიწადი იყო ეგრე ამოჭრილი. ვწერდი გაზეთში, მივმართე ქუთაისის საზოგადოებას, იქაურ მთავრობას – არავითარი ყურადღება.”