მამია გურიელის სათხოვარი მკითხველს

მამია გურიელის სათხოვარი მკითხველსპოეტი მამია გურიელი პოეზიის მოყვარულებში ფაზელის ფსევდონიმით იყო ცნობილი.
100-ზე მეტი ლექსის ავტორის შემოქმედებიდან მკითხველმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი „ადამიანი“:

“ვინც გინდა იყო ჩემი მკითხველი,
კაცი, ქალი, გინდ გასათხოვარი,
შენთან მაქვს ერთი შესახვეწნელი,
გთხოვ, აღმისრულო ეს სათხოვარი:

ცხოვრებაში რა შესვლასა იწყებ
და ბედიც კეთილგუნებიანი
თან დაგდევს, იმ დროს ნუ დაივიწყებ,
რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!

იყავი ტურფა, იყავ უებრო,
მდიდარი, ბრძენი, მხნე და ჭკვიანი,
მაგრამ ფიქრისგან არ განიშორო,
რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!

შემთხვევამ მოგცა ბევრი ქონება,
ხელმწიფედ დაგსვა, გქმნა სრულსვიანი?
მაშინაც გმართებს უფრო ხსოვნება,
რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი.

ეგებ, კეთილო, ბედს არ უყვარდი,
მოგიკლა გული, გყო სევდიანი?
ნუ დაეცემი, დასდეგ, გამაგრდი,
გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი!

დაე, იცვალოს გარემოება,
თუნდ ხალხის ხმამაც მოგცეს ზიანი,
თვით ნუ იცვლები! მოვა დროება,
გიცნობენ, რომ ხარ ადამიანი.

ცხოვრების მიზნად სიმართლე გქონდეს
და სიყვარული მოძმეთა ვალად,
სამშობლო შენი მარად გახსოვდეს,
თუ კი გსურს გახდე ადამიანად!”