1 მაისი, 2021

კახი კავსაძის გენიალური ვიდეო

მსახიობ კახი კავსაძის ყველა ვიდეო გენიალურია მისი გულწრფელობის, მოყოლის ოსტატობის თუ საინტერესო ისტორიების წყალობით.

რამაზ ბლუაშვილი წლების წინ ამერიკაში გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს:

“2006 წელს, აშშ-ში ცხოვრების პერიოდში, ბატონი კახი ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში მივიპატიჟე. იმ დროს, იქ ქართველები ბევრნი არ ვიყავით, მაგრამ ერთიანი ძალებით ღირსეულად დავხვდით ბატონ კახის.

ეს ვიდეო მაშინ არის გადაღებული. მან არა ერთი საინტერესო ისტორია მოყვა. დღეს ერთ-ერთს გთავაზობთ. ბოლომდე ნახეთ, ძალიან საინტერესოა.”