24 მაისი, 2021

აუცილებლად წასაკითხი თამაზ ჩხენკელი

პოეტი, მწერალი და ლიტერატორი თამაზ ჩხენკელი და მისი შემოქმედება რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად არის წასაკითხი:

“მიზანი” – ასე ჰქვია მის ლექსს, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ:

“რატომ მასტუმრე ამ ყრუ ქვეყანას,
ამ ქვეყნის მდგმური რატომ გამხადე.
რატომ გინდოდა აქ დამეხანა,
აქ ყოფილიყო ჩემი სახატე?

ვერ გამოვიცან შენი გუმანი,
ვერც შენი ზრახვა გამოვიცანი…
უცნაურია ეს იდუმალი ქვეყანა,
სადაც შენ ხარ მიზანი.”