19 მაისი, 2021

ალექსანდრე რეხვიაშვილი კულტურის განდევნაზე

კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი ადამიანთა ცხოვრებიდან კულტურის განდევნის დამღუპველ შედეგებზე გულწრფელად საუბრობდა:

“როდესაც ადამიანთა ცხოვრებიდან იდევნება კულტურა, იფურჩქნება და ყვავის სხვადასხვა მანკიერებანი, და ამის დამღუპველ შედეგებს დღეს ყველგან და ყველაფერში ვხედავთ…

…თავისუფლება ადამიანისთვის და საზოგადოებისთვის ყოველთვის იყო სიკეთე და ის თავის თავს კულტურის მეშვეობით გამოხატავდა. მაგრამ თუკი კულტურის, და არა მხოლოდ კულტურის, არამედ მთელი საზოგადოების სათავეში იქნებიან ისეთი ადამიანები როგორც ახლა, თავისუფლება სიკეთის მომტანი კი არა, დამღუპველი აღმოჩნდება.”