15 აპრილი, 2021

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა საქართველოში

საქართველოში უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას აკადემიკოსი გია კვაშილავა ავრცელებს:

“ძვირფასო მეგობრებო, ევრიკა, ევრიკა, ევრიკა!

ვფიქრობ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ადრეული ხაზოვანი დამწერლობის ნიმუში აღმოჩნდა. გილოცავთ!

ეს ნიმუში ქართველი არქეოლოგების მიერ დათარიღებულია ძვ.წ. XXX-XXV საუკუნებით, ანუ 5000-4500 წლის წინანდელია. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. ეს არის ფაქტი ისტორიული სინამდვილისა.

ჩემ მიერ შემუშავებული ალგორითმისა და მეთოდის მიხედვით, მრავალჯერადი გადამოწმებისა და გაანალიზების შედეგად შეიმიძლია გითხრათ, რომ ეს ძალიან მოკლე წარწერა გავშიფრე. გაოცებული ვარ!

ამ თემაზე სრულ მოხსენებას წავიკითხავ სამეცნიერო სესიაზე, რომელიც ერთ-ერთ დაწესებულებაში მალე გაიმართება. თარიღი ჯერ უცნობია. ვიდეო ჩაწერა აუცილებლად იქნება.

მომიტევეთ, სამეცნიერო მოხსენებამდე ვერ გეტყვით ამ წარწერის აღმოჩენის ადგილის შესახებ. პირველად ეს ინფორმაცია გაჟღერდება შესაბამის დაწესებულებაში.

გთხოვთ, დაველოდოთ მოხსენებას!”