23 აპრილი, 2021

ცისფერყანწელთა ოცნება ასრულდა

ცისფერყანწელთა ნანატრი ოცნება ასრულდა – ისინი მთელი ცხოვრება თბილისის პოეზიის დედაქალაქად გამოცხადებას ნატრობდნენ და, აი, თბილისი იუნესკოს გადაწყვეტილებით, წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადდა.

გიორგი კეკელიძე, მწერალი, პოეტი:

“გილოცავთ!

თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია!

იქაც ვთქვი და აქაც ვიტყვი: ეს იმ ცისფერყანწელების ოცნების ასრულებაცაა, თბილისის პოეზიის დედაქალაქად გამოცხადებას რომ ნატრობდნენ და მათი სურვილები და მერე ისინიც, საბჭოთა კავშირმა ჩაყლაპა და გაანადგურა.

საქართველოს დედაქალაქი მსოფლიო ლიტერატურულ რუკაზე რუსთაველისფრად მოინიშნება, რუსთაველი კიდევ ისეთ სამყაროს გულისხმობს, სადაც ფერი მრავალია – თბილისი ხომ მრავალფეროვნებითაცაა დიდი და მნიშვნელოვანი.”