20 აპრილი, 2021

პოეტი ზურა რთველიაშვილი გარდაიცვალა

პოეტი ზურა რთველიაშვილი გარდაიცვალა. დიდი მონდომების და ბრძოლის მიუხედავად, 54 წლის შემოქმედი სიმსივნესთან დამარცხდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სამწუხარო ინფორმაცია მისმა მეუღლემ ნინო ამირეჯიბმა გაავრცელა:

“ჩემი მარადიული სიყვარული უსასრულობაში წავიდა ღმერთებთან!”