5 აპრილი, 2021

ნეკა სებისკვერაძის უდიდესი ტრაგედია

მომღერალ ნეკა სებისკვერაძისთვის 2021 წელი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა.

ორ კვირაში მას ორივე მშობელი გარდაეცვალა.

21 მარტს კორონა ვირუსმა მომღერლის მამა იმსხვერპლა, 5 აპრილს კი – დედა.

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი:

“საუკეთესო ადამიანს, საოცარ მეგობარს და ყველასთვის საყვარელ მომღერალს ჩემს ნეკა სებისკვერაძეს კორონა ვირუსმა ორი კვირის ინტერვალში წაართვა ჯერ მამა (ჩემი უფროსი მეგობარი თემური ძია) და შემდეგ დედა (მერიკო დეიდა).

აი, ეს არის უმძიმესი გადასატანი ნეკასთვის და მისი ორი შვილისთვის, ვისთვისაც ბაბუა და ბებია იყო ყველაფერი, ვუსამძიმრებ ნეკას, თათოს და ნიკუშას ამ უდიდეს ტრაგედიას.”